კაპიტანი ტომ მური

ასი წლის პენსიონერის, ტომ მურის შესახებ ფილმს გადაიღებენ

0 კომენტარი
ფოტო: Sky News

სერ ტომ მურის ცხოვრების შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ.

99 წლის ბრიტანელმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ტომ მურმა გადაწყვიტა იორკშირში საკუთარი სახლისთვის გარშემო 100-ჯერ შემოევლო და დონაციები მიეღო ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისისთვის. მას ათასი ფუნტის მოგროვება სურდა იმ მედიკოსებისათვის, ვინც მას კიბოს და მოტეხილი ფეხის მკურნალობაში დაეხმარა. საბოლოოდ კაპიტანმა მურმა 39 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოაგროვა და კორონავირუსთან მებრძოლი ბრიტანეთის სიმბოლო გახდა. 

მური მეასე დაბადების დღეს თვითიზოლაციაში შეხვდა. მოგვიანებით კაპიტანმა რაინდის წოდება მიიღო. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები