ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა

0 კომენტარი

კორონავისუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა – ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ მათ, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება". – ამბობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველი არხის ცნობით.

24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 62 ადამიანი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები