სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი

რეჟისორი ეჟენ გრინი სან-სებასტიანის ფესტივალიდან უნიღბოდ მისვლის გამო გააგდეს

0 კომენტარი
ფოტო: Yahoo

ფრანგი რეჟისორი და დრამატურგი ეჟენ გრინი სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან ნიღბის გაკეთებაზე უარის თქმის გამო გააგდეს.

ინციდენტი გრინის ახალი ფილმის Atarrabi & Mikelats-ის პრემიერაზე მოხდა. 

"ფესტივალის ორგანიზატორებმა ეჟენ გრინს დამცავი ნიღბის გაკეთება ხუთჯერ სთხოვეს. გრინს ჩამოერთმევა აკრედიტაცია ფესტივალის პერსონალისა და მაყურებლის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის უგულებელყოფის გამო". – წერია ფესტივალის განცხადებაში.

ფესტივალმა რეჟისორს, შესაძლოა, უჩივლოს ადგილობრივ პოლიციაში, რომელიც ვალდებულია, დამრღვევი დააჯარიმოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები