ახალი კორონავირუსი საქართველოში

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის 2 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

partner.sciencenorway.no

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ავრცელებს მუნიციპალიტეტის მერია. მათივე ცნობით, ინფიცირებული თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე იყვნენ გადასულები, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები კი უკვე გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

"ხულოს მერია განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა და სამუშაო სივრცეები". – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 54 ადამიანი. 

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

კომენტარები