Survation-ის კვლევა

SURVATION: ვის მისცემდით ხმას ვაკის ოლქში - ხოშტარია 33.2%, ტურძელაძე 52.4%

ელენე ხოშტარია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ბრიტანულმა კომპანია Survation-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვაკის საარჩევნო ოლქში რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს - პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • ნოდარ ტურძელაძე - 52.4%
  • ელენე ხოშტარია - 33.2%
  • ნანა დევდარიანი (პატრიოტთა ალიანსი) - 5.3%
  • ბიძინა გეგიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 4,1%
  • ლევან კობერიძე (ლელო) - 1.9%
  • ბექა ნაცვლიშვილი - 1.0%
  • გიგა გაჩეჩილაძე - 0%
  • სხვა - 2.1%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ვაკის ოლქში? - ამ შეკითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 54.6%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12.1%
  • ევროპული საქართველო - 7.8%
  • პარტიოტთა ალიანსი - 6%
  • გირჩი - 5.7%
  • ლელო - 5.4%
  • გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 2.5%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.8%
  • ერთიანი საქართველო - 0.4%
  • თავისუფალი დემოკრატები - 0.0%
  • სხვა - 3.7%

ასევე კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას ვაკის ოლქში - პასუხები ასე გადანაწილდა:

  • თითქმის დარწმუნებული ვარ - 75%
  • ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 11%
  • 50-50-ზე - 9%
  • არ მივიღებ მონაწილეობას - 5%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 1%

 

Survation-მა კვლევა 12-15 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა და სულ 1 800 მოქალაქე გამოკითხა.

კომენტარები