არჩევნები 2020

ქართული ოცნება სრულ საარჩევნო სიას და პროგრამას პირველ ოქტომბერს წარადგენს

ქართული ოცნება

ქართული ოცნება საარჩევნო სიას სრულად პირველ ოქტომბერს წარადგენს. ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პირველ ოქტომბერსვე იგეგმება პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენა.

"პროგრამა იქნება დეტალური და, ერთი მხრივ, რეალისტური, მეორე მხრივ, ამბიციური". - თქვა კობახიძემ.

საარჩევნო სიის პირველი ოცეული ქართულმა ოცნებამ 10 სექტემბერს წარადგინა.

კომენტარები