ლეიბორისტული პარტია

შალვა ნათელაშვილმა ქალი კანდიდატები "გემრიელ ლუკმად" წარადგინა

"გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა." - ასე წარადგინა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ქალი კანდიდატები. ნათელაშვილის წარდგენა კრიტიკოსებმა სექსიზმად შეაფასეს. 

"გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის. სამ უმშვენიერეს გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად - ონში მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში თათია მაისურაძეს. მარტო ამ სილამაზის გამო მოგვცემდნენ ხმას." - თქვა შალვა ნათელაშვილმა წარდგენისას. 

ლეიბორისტული პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი იქნება. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ნახეთ აქ.

კომენტარები