კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 298 ახალი შემთხვევა აღირიცხა

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში Covid-19-ის 298 ახალი შემთხვევა აღირიცხა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე, StopCov.ge. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 148 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა სამი ადამიანი. 

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი შემთხვევების გადანაწილების სტატისტიკა, თუმცა, ბოლო დღეების ტენდენციიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ შემთხვევების მეტი წილი კვლავ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე იქნება. 

მასალა დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება. 

ჯამში ქვეყანაში ვირუსი ახალი კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 2 054 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები