კორონავირუსი საქართველოში

ახალი კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსული ინფექციისგან საქართველოში კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსისგან განიკურნა 148 ადამიანი. 

ჯამში ქვეყანაში ვირუსი ახალი კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 2 054 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილებიდან ორი აჭარაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ორივე მათგანი კაცია და მათი ასაკი 65 და 70 წელია. 

კომენტარები