ავატარი

ავატარის მეორე ნაწილის გადაღებები დასრულებულია

0 კომენტარი
ფოტო: Digital Spy

რეჟისორი ჯეიმს კამერონი ავატარის ოთხ გაგრძელებაზე ერთდროულად მუშაობს. არნოლდ შვარცნეგერისთვის მიცემულ ინტერვიუში კამერონმა აღნიშნა, რომ მეორე ნაწილის გადაღებები დასრულებულია.

"COVID-19-მა საშინელი დარტყმა მოგვაყენა, 4.5 თვე დავკარგეთ. ამის გამო პრემიერამ 2022 წლის დეკემბერში გადაინაცვლა. ამ ეტაპზე ავატარ 2-ზე მუშაობა დასრულებულია, ასევე, მესამე ნაწილის 95% გადაღებულია, მაგრამ კიდევ ორი ნაწილი გვაქვს გადასაღები, გარდა ამისა მონტაჟს და ვიზუალურ ეფექტებს შესაბამისი დრო სჭირდება". – ამბობს რეჟისორი.

ავატარის ახალ ნაწილებში მთავარ როლებს ისევ ზოე სალდანა და სემ უორტინტონი ასრულებენ. სამსახიობო შემადგენლობას ქეით უინსლეტი და კლიფ კერტისი შეემატნენ. ძველ როლს დაუბრუნდა სიგურნი უივერი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები