ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ახალი კორონავირუსით 39-ე პაციენტი გარდაიცვალა, დღეს მესამე

AFP - Getty Images

საქართველოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა. დღეს, 30 სექტემბერს, ეს ვირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 796 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 192 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 120 გამოჯანმრთელდა, 38 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები