ეროვნული ვალუტა ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ გამყარდა. წინა კვირაში მზარდი გაუფასურების შემდეგ, ლარმა გამყარება 28 სექტემბრიდან დაიწყო.
ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი დოლართან 8.1 თეთრით, ხოლო ევროსთან 8.5 თეთრით გამყარდა. ამგვარად, 1 დოლარის ღირებულება 3.2059 ლარი, ხოლო 1 ევროსი 3.7560 ლარია.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წელს 5.6%-ით არის შემცირებული.