Survation-ის კვლევა

SURVATION: ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის ოლქი - კანდიდატების რეიტინგები

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ბრიტანულმა კომპანია Survation-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქში რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს - პასუხები ასე გადანაწილდა: 

გოგი მეშველიანი (ქართული ოცნება) - 50.7%

კახა ოქრიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 44.1%

გიორგი ჭელიძე (ლელო) - 4.3%

სხვა - 0.9%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქში? - ამ შეკითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 67%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 23.3%

ერთიანი საქართველო - 4.3%

პატრიოტთა ალიანსი - 2.5%

ლელო - 1.3%

ევროპული საქართველო - 0.8%

თავისუფალი დემოკრატები - 0.8%

ასევე კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქში - პასუხები ასე გადანაწილდა:

თითქმის დარწმუნებული ვარ - 71%

ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 18%

50-50-ზე - 7%

არ მივიღებ მონაწილეობას - 4%

 

Survation-მა კვლევა 12-19 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა და სულ 1 828 მოქალაქე გამოკითხა.

კომენტარები