ეკონომიკა

2019 წელს სახელმწიფო საწარმოებმა 380 მილიონი ლარი იზარალეს

საიმონ დოუსონი / Bloomberg

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს სახელმწიფო საწარმოებმა ჯამური ზარალი 380 მილიონ ლარს გაუტოლდა. 

უნდა ითქვას, რომ მიმდინარე ბოლო 4 წელიწადში ეს საუკეთესო შედეგია. წინა ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების ზარალი საგრძნობლად უფრო მოცულობითი იყო.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლებთან შედარებით, გაიზარდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ იმ კომპანიათა რიცხვი, რომელსაც ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი აღრიცხავს. მაგალითად, თუ კი 2018 წელს დოკუმენტი 68 უმსხვილეს სახელმწიფო საწარმოს ფინანსურ შედეგებს აღრიცხავდა, 2019 წლის დოკუმენტში უკვე 130 სახელმწიფო საწარმოა წარმოდგენილი. 

ამგვარად, ბოლო 7 წელიწადში სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ჯამურად 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. წლების მიხედვით, მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2013 წელი - 38 მილიონი ლარი;
  • 2014 წელი - 71 მილიონი ლარი;
  • 2015 წელი - 795 მილიონი ლარი;
  • 2016 წელი - 271 მილიონი ლარი;
  • 2017 წელი - 691 მილიონი ლარი;
  • 2018 წელი - 815 მილიონი ლარი;
  • 2019 წელი - 380 მილიონი ლარი

 

  •  

კომენტარები