აშშ

FBI-მ მიჩიგანის გუბერნატორის გატაცების გეგმა ჩაშალა

0 კომენტარი
გრეთჰენ უიტმერი

აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მიჩიგანის დემოკრატი გუბერნატორის, გრეტჰენ უიტმერის გატაცების გეგმა ჩაშალა.

მას შემდეგ, რაც მიჩიგანის შტატში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი ზომები შემოიღო, უიტმერი იმ პირების სამიზნე გახდა, ვისაც ვირუსის არსებობაში ეჭვი ეპარება.

FBI-ს თქმით, გატაცების გეგმაში 6 კაცი იყო ჩართული.

ფოტო: ANTRIM COUNTY SHERIFF’S OFFICE
FBI-ს ფარული აგენტი ესწრებოდა საიდუმლო შეხვედრას ოჰაიოს შტატში, სადაც მიჩიგანში მოქმედმა პირებმა შტატის მთავრობის დამხობის გეგმა განიხილეს. ისინი მთავრობას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

ჯგუფს სურდა, შეეკრიბა 200-მდე ადამიანი, შტურმით აეღო შტატის კაპიტოლიუმის შენობა და აეყვანა მძევლები, მათ შორის გუბერნატორი. გეგმის განხორციელება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე იგეგმებოდა. ჩაშლის შემთხვევაში ჯგუფს სათადარიგო გეგმა ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, თავს უნდა დასხმოდნენ გუბერნატორის საცხოვრებელ სახლს. ამისათვის მათ ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი ჰქონდათ გამზადებული.

სულ გამოძიებამ 13 პირი დააკავა, რომელთაც ბრალად ტერორიზმი და კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი ედებათ.

გრეტჰენ უიტმერმა პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც მის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიტორიკას დაუკავშირა:

"ბოლო რამდენიმე თვეა, ის თესავს ეჭვს, აღვივებს ბრაზს და მხარს უჭერს მათ, ვინც შიშს, სიძულვილს და დაყოფას ავრცელებენ". - თქვა მან.

აპრილში, როდესაც მიჩიგანში კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები შტატის კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა "გაათავისუფლეთ მიჩიგანი". დაკავებულებს შორის 2 ამ აქციაზე იმყოფებოდა და იმ პირებს შორის იყო, ვინც კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა.

ტრამპი უიტმერის ბრალდებას გამოეხმაურა და თქვა, რომ თავდასხმის ჩაშლაში წვლილი მას მიუძღვის:

"იმის ნაცვლად, რომ მადლობა მითხრას, ის თეთრკანიანთა უპირატესობის მქადაგებელს მიწოდებს. მაშინ, როდესაც ბაიდენი და დემოკრატები უარს ამბობენ დაგმონ ანტიფა, ანარქისტები, მძარცველები და ბრბო, რომელიც დემოკრატების მიერ მართულ ქალაქებს წვავენ". - დაწერა მან ტვიტერზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები