ქართული ოცნება

"დარეკვას ვერ ქაჩავ? მომწერე, არ მომწერის..." - ბექა ოდიშარია ვახუშტი მენაბდეს კრიტიკაზე

0 კომენტარი

მთწამინდა-კრწანისის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბექა ოდიშარია საიას იურისტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ვახუშტი მენაბდეს facebook პოსტზე პასუხობს. 

"ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ.. მომწერე პასუხიბ და არ მომწერის". – წერს დეპუტატი კომენტარში. 

ვახუშტი მენაბდემ 10 ოქტომბერს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე, ტროტუარზე პარლამენტის საშვის მქონე მანქანა იყო გაჩერებული. აღმოჩნდა, რომ მანქანა დეპუტატ ბექა ოდიშარიას ეკუთვნის. 

"ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი. ეს საქართველოს პარლამენტის საშვია. ავტომობილმა, რომელზეც ისაა გაცემული, მელიქიშვილის ბოლოში ტროტუარზე მოიკალათა. იქვე, მეორე ავტომობილია, ელიტური ნომრებით. ფეხით სავალი სრულად აქვს გადაკეტილი.

ამის გამო საჯარო სამსახურიდან უნდა ათავისუფლებდნენ.". – დაწერა იურისტმა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები