ბელარუსი

ბელარუსში "სიამაყის მარშზე" პოლიციამ 600-მდე ადამიანი დააკავა

0 კომენტარი

ბელარუსის პოლიციამ 11 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე 586 ადამიანი დააკავა. მათგან უმეტესობა, 500 ადამიანი, მინსკში დააპატიმრეს. ინფორმაცია ბელარუსულმა უფლებების დამცველმა ცენტრმა, Весна-მ გაავრცელა. ცენტრმა დაკავებულების სახლებიც გამოაქვეყნა.

მინსკის გარდა დემონსტრანტები დააპატიმრეს ბრესტში, ვიტებსკში, მოგილევში, გროდნოსა და სხვა ქალაქებში.

ბელარუსის პოლიციას დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 11 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ათობით ადამიანი იყო დაკავებული

11 ოქტომბერს ბელარუსში საპროტესტო აქცია "სიამაყის მარში" გაიმართა. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ხმოვანი ჭურვები გამოიყენა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. პროტესტი მომდევნო დღემდე გაგრძელდა. მინსკის სხვადასხვა რაიონებში დემონსტრანტები გზას კეტავდნენ. სერებრიანკის რაიონში აქციის მონაწილეებმა საბურავები დაწვეს.

აქციის დაწყებამდე პოლიციამ ბელარუსული და რუსული მედიის სულ ცოტა 17 ჟურნალისტი დააპატიმრა. ინფორმაცია ამის შესახებ ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ გაავრცელა. დაკავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რუსული მედიის TASS-ის სამი ჟურნალისტი, Tut.by-ის ჟურნალისტი და БелаПАН-ის ჟურნალისტები. TASS-ის ინფორმაციით, ამ გამოცემების თანამშრომლები მალევე გაათავისუფლეს.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები