არჩევნები 2020

Edison Research: გამოკითხულთა 54%-ს პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტია/პარტიები სურს

0 კომენტარი
ფოტო: ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით კითხვაზე - "მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად გსურთ, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია/პარტიები იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში?" გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

ახალი პარტია/პარტიები პარლამენტის მმართველის როლში - 54%

"ქართული ოცნება" დარჩეს უმრავლესობაში - 36%

არ ვიცი/უარი პასუხზე - 10%

კვლევა, ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. Edison Research-მა ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 1.5%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები