კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 9 ადამიანი გარდაიცვალა, 329 – გამოჯანმრთელდა

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში ახალი კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა. მონაცემები სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები