ველური ბუნების ფოტოკონკურსი

ველური ბუნების ფოტოკონკურსში მთავარი ჯილდო ხესთან ჩახუტებული ვეფხვის ფოტომ აიღო [ფოტოები]

0 კომენტარი
კატეგორია: ცხოველები ბუნებრივ გარემოში და წლის ფოტოგრაფის ტიტული: "ჩახუტება" - სერგეი გორშკოვი, რუსეთი ფოტო: Sergey Gorshkov/WPY

ფოტოგრაფმა სერგეი გორშკოვმა 2020 წლის ველური ბუნების ფოტოგრაფის ტიტული მოიპოვა. 

გორშკოვის ფოტომ, რომელზეც ხესთან ჩახუტებული ციმბირული ვეფხვია ასახული, Wildlife Photographer Of The Year-ის მთავარი ჯილდო მოიპოვა.

"განათება, ფერები, ტექსტურა - ზეთით ნახატს ჰგავს. თითქოს ვეფხვი ტყის ნაწილია. მისი კუდი ხის ფესვებს ერწყმის". – თქვა კონკურსის ჟიურის ერთერთმა წევრმა, როზ კიდმან-კოქსმა.

ის, რაც ფოტოს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ისაა, რომ ფოტო ხაფანგმა გადაიღო. აღჭურვილობა ტყეში იყო დატოვებული და ელოდებოდა, კამერის ობიექტივში როდის მოხვდებოდა ვეფხვი. კამერა ტყეში 10 თვის მანძილზე იყო დატოვებული.

დაათვალიერეთ ფოტოკონკურსის სხვადასხვა კატეგორიების გამარჯვებული ფოტოები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები