უილიამ შექსპირი

შექსპირის პიესების კრებულის პირველი გამოცემის ეგზემპლარი $10 მილიონად გაიყიდა

0 კომენტარი

უილიამ შექსპირის პიესების კრებულის პირველი გამოცემის ეგზემპლარი 9.98 მილიონ დოლარად გაიყიდა.

წიგნი 1623 წელს გამოიცა, 7 წლის შემდეგ ლეგენდარული მწერლის გარდაცვალებიდან. დღეისთვის, მსოფლიოში პირველი გამოცემის დაახლოებით 235 ეგზემპლარი არსებობს და მათგან მხოლოდ რამდენიმეა კერძო მფლობელობაში.

წიგნი აუქციონზე ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს, ოკლენდის უნივერსიტეტმა Mills College-მა გაყიდა. კერძო უნივერსიტეტი წიგნს 1960-იანი წლებიდან ფლობდა.

იმ ადამიანის ვინაობა, ვინც პიესების კრებული შეიძინა, უცნობია.

წიგნში ერთად არის თავმოყრილი უილიამ შექსპირის 36 პიესა. ამ გამოცემის გარეშე არ იარსებებდა Macbeth-ის, Twelfth Night-ის, Julius Ceasar-ისა და The Tempest-ის წერილობითი ვერსიები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები