პარკირება

ლელო: ტროტუარზე პარკირების ჯარიმა 10 ლარიდან 70 ლარამდე გაიზარდოს

ლელო გამოდის ინიციატივით, რომ ქვეითთა უსაფრთხოების მიზნით ტროტუარზე პარკირების ჯარიმა 10 ლარიდან 70 ლარამდე გაიზარდოს.

"2016 წლის მოწვევის პარლამენტმა ერთხელ უკვე ჩააგდო ტროტუარზე პარკირების წესის გამკაცრება. "როდესაც კანონმდებელი ხარ, ტროტუარზე პარკირებას ბოდიშით კი არ უნდა უშველო, არამედ ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯებით". – ამბობენ პარტიაში.

ლელოს ინიციატივით, უნდა შეიცვალოს ამ რეგულაციის აღსრულების მექანიზმიც და ჯარიმის ადმინისტრირება უფრო თანმიმდევრული და ეფექტიანი უნდა გახდეს. მათივე თქმით, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეითებმა, შშმ პირებმა და მშობლებმა საბავშვო ეტლით უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლონ ქუჩებში.

"ლელოს სახელით, თბილისის ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პირობას ვდებთ, რომ ვიზრუნებთ ამ პრობლემის მოგვარებაზე და ვთავაზობთ თბილისის საარჩევნო ოლქების სხვა მაჟორიტარ კანდიდატებს, რომ ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით". – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები