ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს Covid-19 დაუდასტურდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის ე.წ მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი ბეკოევს.

ბიბილოვის პრესსამსახურის ცნობით, მარიონეტ პრეზიდენტს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და დისტანციურად აგრძელებს მუშაობას. 

რაც შეეხება ბოკოევს, როგორც მისი პრესსამსახური იუწყება, მას პირველ დღეს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა ამ დროისთვის თავს ნორმალურად გრძნობს და, თვითიზოლაციაში მყოფი, დისტანციურად აგრძელებს მუშაობას.

კომენტარები