არჩევნები 2020

სერგი კაპანაძე: ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი არჩევნების გადადების

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, პარტია კატეგორიული წინააღმდეგია 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გადადებისა.

კაპანაძე ამბობს, რომ არჩევნები ახლა უნდა ჩატარდეს და ხელისუფლება დამარცხდეს.

"სრულიად ნათელია საზოგადოების დამოკიდებულება, ყველას სურს გარდამტეხი ცვლილებები, რა თქმა უნდა, კოვიდი არის პრობლემა, მაგრამ ეს მთავრობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ჯერ კიდევ საკითხავია.

ამიტომ, ამ არჩევნებზე, ყველანი უნდა მივიდეთ მაქსიმალური დაცვით იმ მოთხოვნების, რომლებიც არის დაწესებული და ეს მთავრობა და ივანიშვილი გავუშვათ ოპოზიციაში და მერე მივხედოთ იმ დიდ პრობლემებს, რომლებიც არის ქვეყანაში,
დაწყებული კოვიდით, გაგძელებული იმ ეკონომიკური უძრაობით და ვარდნით და დამთავრებული იმ ჭაობით, რომელშიც აღმოვჩნდით.

ამიტომ ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი გადადების. ეს ამბავი უნდა მორჩეს 2 კვირაში და ეს 2 კვირა ყველამ როგორღაც უნდა გავიჭირვოთ, რომ მერე ვიაროთ წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას ექნება ძალიან ცუდი მომავალი". - თქვა მან.

17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები