კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 1 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 6 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

22 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ

კომენტარები