ყაჩაღობა

მოქალაქე: წალკაში ახალზელანდიელ ოჯახს ყაჩაღი დაესხა თავს, ცოლი და შვილები დააბეს

მოქალაქე დავით კიზირიას ცნობით, წალკის რაიონში მცხოვრებ ახალზელანდიელ წყვილს ყაჩაღი თავს დაესხა. როგორც ის Facebook-ზე წერს, ცოლი და შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები და ფული კი წაართვეს.

"წალკის რაიონში რამდენიმე წელია ახალზელანდიელების ოჯახი ცხოვრობს. მეურნეობა დაიწყეს, სასტუმროს მშენებლობა – მოკლედ, ინვესტირება მოახდინეს და დიდი გეგმები ჰქონდათ...

დაახლოებით, საათ-ნახევრის წინ დააყაჩაღეს, როგორც ვიცი ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს..." – წერს დავით კიზირია. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

კომენტარები