ბათუმი

ბათუმში ქურდობა მოხდა – უცნობი პირი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა

0 კომენტარი
ფოტო: შსს

ბათუმში ქურდობა მოხდა – უცნობი პირი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს სეიფის გაღება უნდოდა, რა დროსაც სახლის მეპატრონემ წინააღმდეგობა გაუწია და მას თავდამსხმელმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები