მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანული მედიის მიხედვით, ყარაბაღში ვაჰაგნ ჩახალიანი მოკლეს, სომხეთი არ ადასტურებს

0 კომენტარი
ვაჰაგნ ჩახალიანი

აზერბაიჯანული მედიის მიხედვით, მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეტაკებებისას მოკლეს ვაჰაგნ ჩახალიანი.

ჩახალიანი საქართელოს მოქალაქეა. ის მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი იყო, 2009 წელს დააპატიმრეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენის და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.

სომხეთი აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა.

მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები