კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, სულ 215

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 215-ია.

გარდა ამისა, 26 ოქტომბერს ქვეყანაში ინფიცირების 1 872 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ COVID-19-ით ინფიცირების 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ ინფიცირების 18 718 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები