nasa

20:00-ზე NASA მთვარის შესახებ ახალ აღმოჩენაზე განცხადებას გააკეთებს

0 კომენტარი

NASA, ჩვენი დროით 20:00 საათზე, მთვარის შესახებ ახალი, ამაღელვებელი აღმოჩენის შესახებ გვამცნობს. აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის ეროვნულ სამმართველოს დეტალები არ გაუმხელია. 

"ამ ახალ აღმოჩენას წვლილი შეაქვს NASA-ს მცდელობებში, უკეთ შეისწავლოს მთვარე ღრმა კოსმოსის კვლევების მხარდასაჭერად". – წერია განცხადებაში, რომელიც სააგენტომ ოთხშაბათს გაავრცელა. 

ასევე ცნობილია, რომ აღმოჩენა ტელესკოპით აღჭურვილ თვითმფრინავს, ინფრაწითელი ასტრონომიის სტრატოსფერულ ობსერვატორიას (SOFIA) უკავშირდება. SOFIA დიდ სიმაღლეებზე, სტრატოსფეროში დაფრინავს, "ატმოსფეროს წყლის ორთქლის 99%-ზე მაღლა ფრენა აძლევს საშუალებას დააკვირდეს ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებზე და აღიქვას ფენომენები, რომელთა დანახვაც ხილული სინათლით შეუძლებელია ". – წერია განცხადებაში. 

ღონისძიების პირდაპირ ეთერში ნახვას NASA-ს ვებსაიტზე და Youtube-ის არხზე შეძლებთ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები