დევიდ ბოუი

დევიდ ბოუის შესახებ გადაღებული ფილმის ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია IFC-მ დევიდ ბოუის შესახებ გადაღებული მომავალი ბიოგრაფიული დრამის, Stardust-ის ტრეილერი გამოუშვა.

ლეგენდარული მუსიკოსი განასახიერა მსახიობმა და მომღერალმა ჯონი ფლინმა. მეორეხარისხოვან როლებს ასრულებენ ჯინა მელოუნი და მარკ მერონი, პროექტის რეჟისორია გებრიელ რენჯი.

ფილმის მოქმედება 1971 წელს ვითარდება, დევიდ ბოუი ალბომ The Man Who Stole The World-ის მხარდასაჭერად ამერიკაში მიემგზავრება.

მომღერლის შთამომავლებმა პროექტს მხარი არ დაუჭირეს, შესაბამისად ფილმში ბოუის სიმღერები არ გაიჟღერებს.

2016 წელს დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ღვიძლის სიმსივნით, სიკვდილის წინ მან ალბომი Blackstar გამოუშვა.

კომენტარები