არჩევნები 2020

გახარია: პროპორციული ყოფნა-არყოფნის საკითხად დააყენეს, დღეს თურმე კოალიციის წინაღმდეგ არიან

0 კომენტარი

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ოპოზიციის მიერ დადებულ შეთანხმებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პარტიები არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნიან. 

"ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 8 მარტის შეთანხმება. ოპოზიციამ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველოს განვითარების, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხად დააყენეს პროპორციული საარჩევნო სისტემა. ადამიანებმა, რომლებმაც იბრძოლეს და მაშინ გვმტკიცებდნენ, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლის, დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისკენ არიან მოწოდებული, ადამიანებმა, რომლებმაც იბრძოლეს უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად და შემდგომ 2024 წლიდან პროპორციულის, გამოდიან და ამბობენ, კოალიციას ქვეყანაში ყველაზე მსხვილ, ყველაზე რეიტინგულ ძალასთან არ შევქმნითო. სრული არათანმიმდევრულობაა. 

როგორი არათამნიმდევრულობაა, იცით? მიზეზშედეგობრივი კავშირის არევაა. ლოგიკა არ არის. ხალხი, ყველანი ერთად, მთელ მსოფლიოში დარბოდნენ, შეაწუხეს ჩვენი პარტნიორები, უყვებოდნენ ათას ზღაპარს, აზიანებდნენ ქვეყანას და მერე თქვეს, რომ გაიმარჯვეს, მიაღწიეს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ხვალ არჩევნები გვაქვს და დღეს აწერენ რაღაცას ხელს, ამბობენ, რომ თურმე კოალიციის შექმნის წინააღმდეგები არიან. არათანმიმდევრულობის პიკია." - ამბობს გიორგი გახარია. 

გახარია ამტკიცებს, რომ 2020 წლის არჩევნებზე ქართულ ოცნებას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება, 2024 წელს კი "იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ცოტა გონს მოეგება."  

პაქტი, რომელსაც ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს - ნახეთ აქ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ყველა საარჩევნო სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები