არჩევნები 2020

მდინარაძე: ენმ ავრცელებს, თითქოს თვითიზოლაციაში მყოფი პირები საარჩევნო უბანზე ფიქსირდებიან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს თვითიზოლაციაში მყოფი პირები საარჩევნო უბნებზე აძლევენ ხმას. მისი თქმით, ამით ენმ ამომრჩევლის შეშინებას ცდილობს. 

"ჩვენი წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, არ გავრცელებულიყო მსგავსი ცრუ ინფორმაცია. სხვათა შორის, ერთი ნახევარი საათი გავიდა ისე, რომ არცერთი ინფორმაცია არ ვრცელდებოდა, მენეჯმენტი ვერ დაალაგეს, ეტყობა, ამის, მაგრამ ტვ პირველის პირდაპირ ეთერში, როგორც ჩანს, ამ მიზნით, ჩაერთო ჟურნალისტი, რომელმაც განაცხადა, თითქოს ლაითურის საარჩევნო უბანზე მიიყვანეს იზოლაციაში მყოფი პირები.

საუბარია, დავითაძეების ოჯახზე, რომელთაც ორი დღის წინ გაუვიდათ იზოლაციის ვადა და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეაშინონ ამომრჩეველი, თითქოს იზოლაციაში მყოფი პირები ფიქსირდებიან საარჩევნო უბნებზე, გავრცელდა არასწორი შეგნებულად ცრუ ინფორმაცია.

ძალიან ვთხოვ ყველა მედიასაშუალებას, ყველა ჟურნალისტს, ნუ ჩაებმებიან იმ სქემაში, რომელზეც ჩვენ წინა 3-4 დღის განმავლობაში დეტალური ინფორმაცია მოგაწოდეთ. ამ ინფორმაციების შესახებ, სანამ ჩაიშლება ნაცმოძრაობაში და მათ დამხმარეებში, ჩვენ მოგვდის ეს ინფორმაციები და იქნებ დაგვიჯეროთ". - ამბობს მდინარაძე. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020. 

კომენტარები