არჩევნები 2020

On.ge: ევროპელების წევრმა ჩვენს ჟურნალისტს აჩვენა, რომ შეიარაღებულია, მუშაობაში ხელი შეუშალა

on.ge

გამოცემა On.ge-ს ცნობით, მარნეულში, საარჩევნო უბანთან, ევროპული საქართველოს კანდიდატმა მათ ჟურნალისტს უჩვენა, რომ შეიარაღებული იყო და საქმიანობაში ხელი შეუშალა. 

ჟურნალისტ დარინა ქამადაძის თქმით, ის უბანზე ფოტოების გადასაღებად შევიდა, რეგისტრაციის დროს კი შენიშნა ადამიანი, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენა და ჰკითხა, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ პირმა ჯერ ცესკოს მიერ გაცემულ დამკვირვებლის მოწმობაზე მიუთითა, რომელიც ქურთუკის ქვეშ ჰქონდა, შემდეგ კი აჩვენა, რომ შეიარაღებულია. დარინა ქამადაძის თქმით, კითხვაზე, რატომ გადაადგილდება უბანზე იარაღით, კაცმა უპასუხა, რომ ეს მისი იარაღია.

ევროპული საქართველოს წარმომადგენელი მარნეულში, აჰმედ იმამკულიევი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია და ევროპული საქართველოს იარაღი არის მხოლოდ ხალხის ხმა. 

"ევროპული საქართველოს იარაღი არის ხალხის ხმა. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი იარაღი. ტყუილია". - ამბობს იმამკულიევი. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020

კომენტარები