არჩევნები 2020

არჩევნები 2020 - ყველა არხის ეგზიტპოლის შედეგები ერთად

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ტელევიზიებმა თავიანთი ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს. TV ფორმულამ ეგზიტპოლი ამერიკულ კვლევით კომპანია Edison Research-ს დაუკვეთა, TV იმედი-მა Public Opinion Strategies-ის, მთავარმა არხმა - IPSOS-ს, ხოლო რუსთავი 2-მა Survation-ს.

TV ფორმულა (Edison Research)

ტელეკომპანია ფორმულამ Edison Research-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. 20:00-ის მონაცემით, პასუხზე უარი გამოკითხულთა 60%-მა თქვა. პარტიების მხარდაჭერის შედეგი კი, ასეთია:

  • ქართული ოცნება – 46%;
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 28 %
  • ევროპული საქართველო – 5%
  • ლელო - 3%
  • გირჩი – 3%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 2%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%
  • მოქალაქეები –1%
  • სხვა პარტიები ჯამში – 9%

მთავარი არხი (Ipsos)

ეგზიტპოლის შედეგები 17:00-ის მონაცემებით ასეთია:

  • ქართული ოცნება - 41%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია - 33%
  • ევროპული საქართველო - 5%
  • ლელო - 4%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 3%
  • გირჩი - 3%
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%
  • ლეიბორისტული პარტია - 2%
  • ერთიანი საქართველო - 1%
  • მოქალაქეები - 1%
  • სხვა პარტიები - 5%

რუსთავი 2 (Survation)

ეგზიტპოლის ცდომილება 1.2%-ია. პარტიების რეიტინგი 20:00-ის მონაცემებით ასეთია:

  • ქართული ოცნება – 51.36%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25.38%
  • ევროპული საქართველო – 4.2%
  • გირჩი – 3.65%
  • ლელო – 2.94%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 2.47%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2.36%
  • ლეიბორისტული პარტია – 1.23%
  • მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი – 1.11%
  • სხვა დანარჩენი პარტიები 1%-ს ქვემოთ არიან

TV იმედი (Public Opinion Strategies)

18:00-ის მდგომარეობით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 55% აიღო, ძალა ერთობაშია-ნაციონალურმა მოძრაობამ - 23%, ევროპულმა საქართველომ - 3%. 

  • ლელო - 3%
  • პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 3%
  • გირჩი 3%
  • ლეიბორისტული პარტია - 1%
  • ერთიანი საქართველო - 1%
  • მოქალაქეები -1%. 

    ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

    ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

    წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

    კომენტარები