აშშ-ს არჩევნები 2020

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ვისკონსინის შტატში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

ჯო ბაიდენი
Getty Images

აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მერყევ შტატში, ვისკონსინში გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა. თავდაპირველად, შტატში დონალდ ტრამპი ლიდერობდა, თუმცა მოგვიანებით მას ბაიდენმა გადაასწრო. ბოლო მონაცემებით, დათვლილია ხმების 95%, ბაიდენმა მათი 49.6% მოიპოვა, რამაც მას საკმარისი ხმა მოუტანა შტატში გამარჯვებისათვის.

ამჟამად არჩევნებში გამარჯვებულის ბედი დამოკიდებულია კიდევ რამდენიმე მერყევ შტატზე, განსაკუთრებით კი მიჩიგანზე, სადაც ბოლო მონაცემებით, ბაიდენი ლიდერობს. აქაც, თავდაპირველად უპირატესობა დონალდ ტრამპს ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაიწყო ფოსტით მიღებული ხმების დათვლა, ბაიდენმა გადაასწრო. ამჟამად დათვლილია ხმების 96%. ბაიდენს 49.7% აქვს, ტრამპს კი 48.8%.

ასევე გამარჯვებული არ არის გამოვლენილი ნევადაში, სადაც ბაიდენი ლიდერობს და პენსილვანიის, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიის შტატებში, სადაც ტრამპი ლიდერობს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ბაიდენი ნევადასა და მიჩიგანს მოიგებს, მას საარჩევნო კოლეგიაში გამარჯვებისათვის საკმარისი ხმები ექნება.

ამავე თემაზე:

კომენტარები