აშშ-ს არჩევნები 2020

ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს გადაასწრო, დათვლილია 99%

CNN

აშშ-ს შტატ ჯორჯიაში ხმების დათვლა გრძელდება. დათვლილია 99%. ამ დრომდე შტატში დონალდ ტრამპი ლიდერობდა, თუმცა, ბოლო მონაცემებით, მას ჯო ბაიდენმა გადაასწრო.

ამ დროისთვის ბაიდენი ტრამპს 917 ხმით უსწრებს. მას ჯამში 2 449 371 ხმა აქვს, ტრამპს კი 2 448 454 ხმა.

ჯორჯიის გარდა შედეგებს ითვლიან პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ნევადასა და არიზონაში.

ჩრდილოეთ კაროლინა - დათვლილია 94% - დონალდ ტრამპი 50.1%, ჯო ბაიდენი 48.7%

პენსილვანია - დათვლილია 97% - დონალდ ტრამპი 49.6%, ჯო ბაიდენი 49.3%

არიზონა - დათვლილია 90% - ჯო ბაიდენი 50.1%, დონალდ ტრამპი 48.5%

ნევადა - დათვლილია 84% - ჯო ბაიდენი 49.4%, დონალდ ტრამპი 48.5%

ბოლო მონაცემებით ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 253 ხმა აქვს მოპოვებული, მას კიდევ ჩვიდმეტი ხმა სჭირდება. ჯორჯიაში გამარჯვების შემთხვევაში ის 16 ხმას მოიპოვებს, ნევადაში 6 ხმას, არიზონაში კი 11-ს.

დონალდ ტრამპი არჩევნების მოპარვაზე საუბრობს და ხმების დათვლის შეწყვეტას ითხოვს. მის გუნდში ამბობენ, რომ იმ შტატებში, სადაც ტრამპი მცირე სხვაობით დამარცხდა, ხმების გადათვლას მოითხოვენ.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

კომენტარები