აშშ-ს არჩევნები 2020

სენატორი მიტ რომნი ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

0 კომენტარი
მიტ რომნი

რესპუბლიკელმა სენატორმა იუტას შტატიდან მიტ რომნიმ ჯო ბაიდენს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადება მიულოცა:

"მე და ენი ვულოცავთ პრეზიდენტად არჩეულ ჯო ბაიდენს და ვიცეპრეზიდენტად არჩეულ კამალა ჰარისს. ჩვენ ორივე მათგანს ვიცნობთ, როგორც კარგი ნების და ჩინებული ხასიათის ადამიანებს. ღმერთს ვთხოვთ, დალოცოს ისინი". - დაწერა მან.

2012 წელს რომნი თავადაც იყრიდა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატიც იყო, თუმცა ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

ის ერთადერთი რესპუბლიკელი სენატორი იყო, რომელმაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. რომნი ტრამპს უკანასკნელ დღეებშიც აკრიტიკებდა, როდესაც ის არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობდა და ხმების დათვლის შეწყვეტას ითხოვდა:

"ყველა ხმა დაითვლება. თუ იარსებებს ბრალდება დარღვევების თაობაზე, ამას გამოიძიებენ და საბოლოოდ სასამართლოში გადაწყდება. გქონდეს ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი კონსტიტუციის და ამერიკელი ხალხის რწმენა". - თქვა მან.

ტრამპს არჩევნებში დამარცხება არ უღიარებია. მან თქვა, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. შტატებში, სადაც ბაიდენთან მცირე სხვაობით დამარცხდა, ის ხმების გადათვლას მოითხოვს.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები