კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული კორნელი კაკაჩია თბილისში გადაყვანას ითხოვს – მისი მდგომარეობა დამძიმდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კორნელი კაკაჩია, რომელსაც კორონავირუსი აქვს, სამკურნალოდ თბილისში გადაყვანას ითხოვს. 

როგორც კორნელი კაკაჩიამ ტაბულას უთხრა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ამ დროისთვის რუხის კლინიკაში მკურნალობს. როგორც კაკაჩიამ Facebook-ზე დაწერა, მას ბოლო 6 დღის განმავლობაში 39.0 გრადუსი ტემპერატურა აქვს, სტაბილურდ უჭირს სუნთქვა და აქვს მარჯვენა ფილტვის პნევმონია. 

ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ კორნელი კაკაჩიას ყველა საჭირო პროცედურა რუხის კლინიკაში ჩაუტარდება. მათივე ინფორმაციით, კლინიკაში რეანიმატოლოგთა ჯგუფი მუშაობს.

კომენტარები