კორონავირუსი საქართველოში

ჯანდაცვა კორნელი კაკაჩიაზე: ყველა საჭირო პროცედურა რუხის კლინიკაში ჩაუტარდება

0 კომენტარი
ფოტო: ბათუმელები

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ კორნელი კაკაჩიას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ყველა საჭირო პროცედურა რუხის კლინიკაში ჩაუტარდება. 

როგორც ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რუხის კლინიკაში რეანიმატოლოგთა ჯგუფი მუშაობს. სამინისტროში არ ამბობენ, იგეგმება თუ არა კაკაჩიას თბილისში გადმოყვანა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კორნელი კაკაჩიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის რუხის კლინიკიდან თბილისში გადმოყვანას ითხოვს. როგორც კაკაჩია წერს, მე-6 დღეა, მაღალი ტემპერატურა (39.0 გრადუსი) აქვს, ასევე, უჭირს სუნთქვა და აქვს მარჯვენა ფილტვის პნევმონია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები