აშშ-ს არჩევნები 2020

აშშ-ს ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლა დასრულდა, ჯო ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა

0 კომენტარი
ჯო ბაიდენი

აშშ-ს ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლა დასრულდა. დადასტურდა, რომ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მან ტრამპზე 12 284 ხმით მეტი მიიღო.

აუდიტი მთელი შტატის მასშტაბით ჩატარდა. ხმების გადათვლის შედეგად დადგინდა, რომ არცერთ ოლქში არ ყოფილა ცდომილება 0.74%-ზე მაღალი, ხოლო ბაიდენსა და ტრამპს შორის სხვაობა ჯამში კვლავ 0.5% იყო. გადათვლისას აღმოაჩინეს, რომ შეცდომის გამო დათვლილი არ იყო 6 000 ბიულეტენი, რამაც ბაიდენის უპირატესობა მცირედით შეამცირა. ამის გამო ფლოიდის ოლქში საარჩევნო მენეჯერი გაათავისუფლეს.

ტრამპის წარმომადგენლები კვლავ ეჭვქვეშ აყენებენ შედეგებს და ამბობენ, რომ ამას მოელოდნენ, ვინაიდან შტატში არალეგალურად მიცემული ხმები გადათვალეს.

ბრალდებების მიუხედავად, ჯორჯიის შტატის სასამართლომ არ მიიღო ტრამპის გუნდის საჩივარი, რომელშიც ისინი შედეგების დამტკიცების დაბლოკვას ითხოვდნენ. მოსამართლე, რომელმაც განაჩენი გამოიტანა გასულ წელს თავად ტრამპმა დანიშნა.

ტრამპი და მისი გუნდი შედეგებს კიდევ რამდენიმე შტატში ასაჩივრებდნენ. არიზონაში მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა მარიკოპის ოლქში ხმების გადათვლაზე, პენსილვანიაში კი არ დაუკმაყოფილეს სარჩელი ფოსტით მიცემული 2 000 ხმის გაუქმებაზე.

"ტრამპი დაუჯერებელ ზიანს აყენებს გზავნილს, რასაც დანარჩენ მსოფლიოს ვუგზავით იმაზე, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია. ის ისტორიაში დარჩება როგორც ამერიკის ყველაზე უპასუხისმგებლო პრეზიდენტი". - თქვა ჯო ბაიდენმა.

ქვეყნის მასშტაბით ბაიდენმა 5.9 მილიონით მეტი ხმა მიიღო. მან საარჩევნო კოლეგიაში ჯამში 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა - 232. კოლეგია დეკემბერში შეიკრიბება და ბაიდენს ოფიციალურად აირჩევენ აშშ-ს პრეზიდენტად. ის პოსტს იანვარში დაიკავებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები