თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

ნახეთ, როგორ დაუხვდა ყაჩაღებს თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დაცვის თანამშრომელი

პირველ დეკემბერს თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს. მომხდართან დაკავშირებით თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ დაუხვდა ყაჩაღებს დაცვის თანამშრომელი.

"მაშინ, როცა ექიმი პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის,

როცა, ექთანი შვილებისგან შორს მეოცე დღესაც კლინიკაში ათენებს,

ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომელი კრიტიკულ მომენტში სამსახურეობრივ მოვალეობას განსაკუთრებული ღირსებით ასრულებს.

მადლობა". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. 

კომენტარები