ქართული ოცნება

ოცნებამ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ენმ-ს არჩევნებიდან მოსახსნელად ბერკეტს ქმნის

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც ქმნის ბერკეტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არჩევნებიდან მოსახსნელად. 

თქვა უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. ამ შემთხვევაში, მაგალითად, არ არის საქართველოს მოქალაქე. 

"ბუნებრივია, 2 000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი საარჩევნო კოდექსი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება, იქონიოს". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

უმრავლესობის ლიდერმა სხვა კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც გუშინ 16 დეკემბრს დარეგისტრირდა პარლამენტში და რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დაფინანსება გაუუქმდებათ იმ პარტიებს, რომელთა წევრებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან. ეს პარტიები ვერ ისარგებლებენ ვერც უფასო საეთერო დროით ადგილობრივი თვითმმართველობისა, თუ საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. 

კომენტარები