რუსთავს ფოლადის გადამამუშავებელი განახლებული ქარხანა აქვს. GeoSteel 60-მილიონდოლარიანი მინიქარხანა, რომელიც ჯერ ადნობს ფოლადის ნაჭრებს, შემდეგ გრაგნის მათ და ბოლოს შენობების საყრდენებად აქცევს.
ახალ ქარხანაში დასაქმებულია 500 ძირითადი და 1000 დამხმარე პერსონალი. ახალი ქარხნის 49%-ის მფლობელია ფოლადის მესამე უმსხვილესი მწარმოებელი ინდოეთში - კომპანია JSW, 51%-ს კი გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული Georgian Steel Holding Group ფლობს.
ფოლადის გადამამუშავებელი ქარხნის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 28 მილიონი დოლარით დააფინანსა. კავკასიაში EBRD-ის დირექტორის მაიკლ დეივის თქმით, საქართველომ, რომელმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, მომდევნო ეტაპზე ეს ზრდა უნდა შეინარჩუნოს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ინდოეთი საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ათეულში შედის.
შარშან, აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახევრდა, ხოლო საქართველოს ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა. ამასთან, მშენებლობა მთელი რეგიონის მასშტაბით შეფერხდა და ფოლადის ბჯენებზე მოთხოვნა დაეცა. შედეგად, რუსთავის ფოლადის გადამამუშავებელი მინიქარხანა მთლიანი შესაძლებლობის 40-70%-ის რეალიზებას ახერხებდა.
შარშანდელი წელი რთული აღმოჩნდა თურქეთისთვისაც, რომელიც ფოლადის ბჯენების ექსპორტს შუა აღმოსავლეთში, ეგვიპტეში, აფრიკაში, აზიასა და ევროკავშირში ეწევა: ფოლადის მსოფლიო ასოციაციის (World Steel Association) თანახმად, შარშან, წინა წელთან შედარებით, თურქეთის მიერ ფოლადის ბჯენების ექსპორტი 15%-ით შემცირდა.
GeoSteel-ის პრეზიდენტის ბიპინ შარმას თქმით, მას შემდეგ, რაც მოთხოვნა ფოლადზე გაიზრდება, რუსთავის მინი- ქარხანა მოგებას მოიტანს.
ფოლადზე მოთხოვნის ზრდის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა: ფოლადის მსოფლიო ასოციაციის მარტის მონაცემებით, თურქეთში ფოლადის წარმოება 2%-ით გაიზარდა, უკრაინაში - 28.4%-ით, რუსეთში - 33%-ით, ევროკავშირში - 33.7%-ით, ხოლო ყაზახეთსა და შეერთებულ შტატებში - 49%-ით.
რუსთავის ფოლადის გადამამუშავებელი მინიქარხნის თანამფლობელის, JSW-ს მმართველი დირექტორის, საიჯან ჯინდალის თქმით, კომპანია საქართველოში ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას მომავალშიც გეგმავს: კომპანიის ინტერესის სფეროებია ჰიდროელექტროსადგურები და ნავთობი დასავლეთ საქართველოში.