უნი­კა­ლუ­რი ძარ­ც­ვა პა­რიზ­ში

0 კომენტარი

18 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას, 03:50 სა­ათ­ზე, პა­რი­ზის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში „უნიკალური” ძარ­ც­ვა მოხ­და. მუ­ზე­უ­მი­დან პი­კა­სოს, მო­დი­ლი­ა­ნის, მა­ტი­სის, ლე­ჟის და ბრა­კის ტი­ლო­ე­ბი მო­ი­პა­რეს. სათ­ვალ­თ­ვა­ლო კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა, თუ რო­გორ ხსნი­და მძარ­ც­ვე­ლი კედ­ლი­დან ცნო­ბილ ტი­ლო­ებს, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 123 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი­ა.
ეიფე­ლის კოშ­კის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, სე­ნას სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე მუ­ზე­უმს ღა­მე სა­მი მცვე­ლი აკონ­ტ­რო­ლებს და მათ მხო­ლოდ 07:00 სა­ათ­ზე შე­ამ­ჩ­ნი­ეს და­ნა­კარ­გი, მაგ­რამ გა­ნაცხა­დეს, რომ სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­უ­ნიშ­ნავთ და სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­აც არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა. მუ­ზე­უ­მის დაც­ვის სის­ტე­მა მარ­ტი­დან გა­ნახ­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და და სწო­რედ ამან შე­უწყო ხე­ლი მძარ­ც­ველს.
გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, კა­მე­რამ მხო­ლოდ ერ­თი მძარ­ც­ვე­ლი და­ა­ფიქ­სი­რა, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე­თი მას­შ­ტა­ბუ­რი ძარ­ც­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა. ნიღ­ბი­ან­მა მუ­ზე­უ­მის სა­კე­ტი გა­ტე­ხა და შე­ნო­ბა­ში ფან­ჯ­რი­დან გა­და­ვი­და, 15 წუთ­ში კი იმა­ვე გზით და­ტო­ვა შე­ნო­ბა. მუ­ზე­უ­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის თქმით, ნა­ხა­ტე­ბის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყიდ­ვა ვერ მო­ხერ­ხ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ტი­ლო­ებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­აბ­რუ­ნე­ბენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები