სავსე ყვითელი ავტობუსი

სა­დაა ფეხ­ბურ­თის ღმერ­თი? ეჭ­ვი მაქვს, კო­პა­კა­ბა­ნას და იპა­ნე­მას პლა­ჟებ­შია ჩა­მა­ლუ­ლი და იქი­დან ასაზ­რ­დო­ებს ფეხ­შიშ­ველ ბრა­ზი­ლი­ელ ბი­ჭებს, მა­ლან­დ­რო­ებს, და­ბა­დე­ბუ­ლებს ფა­ვე­ლა­შებ­ში, ბა­რა­კე­ბით მორ­წყულ უღა­ტა­კეს უბ­ნებ­ში, სა­დაც შეხ­ვალ და უფ­რო ვერ გა­მოხ­ვალ, სა­დაც კა­ნო­ნის არ­სე­ბო­ბა­ზეც კი არა­ფე­რი სმე­ნი­ათ, სა­დაც სიკ­ვ­დი­ლის, იარა­ღის, გა­ჭირ­ვე­ბის, პროს­ტი­ტუ­ცი­ის, ნარ­კო­ტი­კე­ბის კოქ­ტე­ი­ლი მუდ­მივ ცეცხ­ლ­ზეა შე­მოდ­გ­მუ­ლი და ვი­საც ამ კოქ­ტე­ი­ლის გე­მოს გა­სინ­ჯ­ვა, ანუ და­ღუპ­ვა არ სურს, ის ფეხ­ბურ­თის ღმერ­თ­თან მი­დის აღ­სა­რე­ბა­ზე.

ბურ­თი ერ­თა­დერ­თი საშ­ვია ამ ჯო­ჯო­ხე­თი­დან გა­მო­საღ­წე­ვად და ბრა­ზი­ლი­ე­ლებს ამი­ტო­მაც უყ­ვართ ის სხვებ­ზე მე­ტად და სულ სხვა­ნა­ი­რად. ბურ­თი მა­თი მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი­ა, მფარ­ვე­ლი და გა­დამ­რ­ჩე­ნე­ლი. შე­ხე­დეთ, რო­გორ ექ­ცე­ვი­ან, რო­გორ ეფე­რე­ბი­ან, რო­გორ უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან. გახ­სოვთ გა­რინ­ჩა, კოჭ­ლი კა­ცი, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო დას­დევ­და იმის წა­სარ­თ­მე­ვად, რა­მაც ლე­გენ­დად აქ­ცი­ა? ვერ წა­არ­თ­ვეს.

მარ­ტო ბრა­ზი­ლი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა ქალ­მა სტა­დი­ონ­ზე, თა­მა­შის დროს იმ­შო­ბი­ა­როს; მარ­ტო ბრა­ზი­ლი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა, უსი­ნათ­ლო გულ­შე­მატ­კი­ვა­რი სტა­დი­ონ­ზე ფეხ­ბურ­თის მო­სას­მე­ნად და­დი­ო­დეს; მარ­ტო ბრა­ზი­ლი­ურ­მა ფეხ­ბურ­თ­მა შე­იძ­ლე­ბა ომი გა­ა­ჩე­როს; მარ­ტო ბრა­ზი­ლი­ა­ში ითხო­ვენ ნაკ­რე­ბის­გან არა უბ­რა­ლოდ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბას, არა­მედ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბას ლა­მა­ზად.

მაგ­რამ დრო იც­ვ­ლე­ბა. ბრა­ზი­ლი­ის პლა­ჟებ­ზე, იქ, სა­დაც ნა­გან­გარ­ჭო­ბი­ლი მა­ლან­დ­რო­ე­ბი ბურ­თ­თან ერ­თად ამო­უხ­ს­ნელ ფო­კუ­სებს აკე­თებ­დ­ნენ, უკ­ვე წლე­ბია და­ი­ა­რე­ბი­ან ევ­რო­პი­დან ჩა­სუ­ლი აგენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დი­დი კლუ­ბე­ბის­თ­ვის იაფ და ხა­რის­ხი­ან პრო­დუქტს ეძე­ბენ. მათ­თ­ვის ეს დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზა­რი­ვი­თა­ა, თუმ­ცა ჭკუა ბრა­ზი­ლი­ე­ლებ­მაც ის­წავ­ლეს და თა­ვად­ვე გახ­ს­ნეს ად­გილ­ზე აკა­დე­მი­ე­ბი, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბის ფეხ­ბურ­თი ის­წავ­ლე­ბა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბიც პარ­ტი­ა-­პარ­ტია იგ­ზავ­ნე­ბი­ან წამ­ყ­ვან ლი­გებ­ში - ესაა ამ სკო­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი. უმ­რავ­ლე­სო­ბა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ხდე­ბა, მაგ­რამ მა­ლან­დ­როდ ვე­ღა­რა­ვინ რჩე­ბა. რო­მა­რი­ოს უდარ­დე­ლი გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა ის­ტო­რი­ას ჩა­ბარ­და და ამი­ტო­მაც ძნე­ლი­ა, ბრა­ზი­ლი­ის დღე­ვან­დელ ნაკ­რებს მა­ინ­ც­და­მა­ინც ეგ­ზო­ტი­კუ­რი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მოს­თხო­ვო. მარ­ტო გა­მარ­ჯ­ვე­ბაც იკ­მა­რებს.

არა, ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი არ გა­რო­ბო­ტე­ბუ­ლან, უბ­რა­ლოდ, იმ­დე­ნი ქუს­ლი, ფინ­ტი, სხვა­გან გა­ხედ­ვა და სხვა­გან პა­სი, ფე­ხებს შო­რის გაძ­ვ­რე­ნა, ღი­მი­ლი და სამ­ბა აღა­რა­ა. სა­მა­გი­ე­როდ, ფუნ­და­მენ­ტუ­რი ამ­ბე­ბი ად­გილ­ზე­ა. მა­გა­ლი­თად, პა­სი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლას ჰგო­ნი­ა, რომ ად­ვი­ლად ჩა­იჭ­რე­ბა, მაგ­რამ ბო­ლო მო­მენ­ტ­ში ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლას აკ­ლ­დე­ბა წა­მის მე­ა­სე­დი. ეს ის წა­მის მე­ა­სე­დი­ა, რომ­ლი­თაც პლა­ჟებ­ზე მი­მა­ლულ­მა ფეხ­ბურ­თის ღმერ­თ­მა ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვა და რაც არ უნ­და მოხ­დეს, ეს ფო­რა მათ სულ ექ­ნე­ბათ.

იტა­ლი­ე­ლი და გერ­მა­ნე­ლი წი­ნაპ­რე­ბის შთა­მო­მა­ვალ­მა კარ­ლოს დუნ­გამ უკ­ვე და­ა­სა­ხე­ლა სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა­ში წამ­ს­ვ­ლე­ლი 23 ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც ვერ მოხ­ვ­დ­ნენ: რო­ნალ­დი­ნი­ო, რო­ნალ­დო, ად­რი­ა­ნო, პა­ტო და დი­ე­გო. ამათ სა­შუ­ა­ლო კლა­სის დაც­ვა რომ და­ა­მა­ტო, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას მო­უ­გონ და ეს ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბის მუდ­მი­ვი პრობ­ლე­მა­ა: მათ ერ­თი შე­მად­გენ­ლო­ბის შერ­ჩე­ვა კი არა, ბევ­რი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან სა­უ­კე­თე­სო­ე­ბის არ­ჩე­ვა უწევთ, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი და სა­რის­კო ამ­ბა­ვი­ა. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კოთ, რომ დუნ­გას შე­ე­შა­ლა, რომ დუნ­გა ძა­ლი­ან მშრალ სტრა­ტე­გი­ას და ფეხ­ბურ­თე­ლებს ირ­ჩევს, მაგ­რამ ეს წყლის ნაყ­ვა­ა, რად­გან ყვე­ლა­ზე კარ­გად დუნ­გამ იცის, რა და რო­გორ.

ჯერ­ჯე­რო­ბით დუნ­გას ნაკ­რებ­მა ყვე­ლა ტურ­ნი­რი მო­ი­გო, სა­დაც კი ითა­მა­შა (კოპა ამე­რი­კა, კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თა­სი) და შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლიც პირ­ველ ად­გილ­ზე, ულა­პა­რა­კო უპი­რა­ტე­სო­ბით ჩა­ამ­თავ­რა. გარ­და ამი­სა, ამ­ხა­ნა­გურ მატ­ჩებ­ში მო­უ­გო ყვე­ლა ელი­ტურ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს: ინ­გ­ლისს (1:0), პორ­ტუ­გა­ლი­ას (6:2), იტა­ლი­ას (2:0) და, რაც მთა­ვა­რი­ა, ღირ­სე­უ­ლად გა­აგ­რ­ძე­ლა 21-ე სა­უ­კუ­ნის ტრა­დი­ცია - არ­გენ­ტი­ნე­ლე­ბის „ცემა-ტყეპა” ყველ­გან, ყო­ველ­თ­ვის და ნე­ბის­მი­ე­რი შე­მად­გენ­ლო­ბით: დუნ­გას ბრა­ზი­ლია არ­გენ­ტი­ნას ოთხ­ჯერ შეხ­ვ­და, სამ­ჯერ შე­უ­რაცხ­მ­ყოფ­ლად გა­და­ურ­ბი­ნა (3:0 ლონ­დონ­ში, ამ­ხა­ნა­გურ­ში, 3:0 კო­პა ამე­რი­კის ფი­ნალ­ში და 3:1 შე­სარ­ჩევ მატ­ჩ­ში რო­სა­რი­ო­ში, მა­რა­დო­ნას თვალ­წინ), ერ­თხე­ლაც 0:0 დამ­თავ­რ­და...

ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბის ავ­ტო­ბუსს უკ­ვე ახა­ლი სლო­გა­ნი მი­ა­წე­რეს: Lotado! O Brasil inteiro está aqui dentro! ანუ: გა­ივ­სო! მთე­ლი ბრა­ზი­ლია აქ ზის!

ჰო­და, მეც მანდ ვარ, მაგ ავ­ტო­ბუს­ში! 

კომენტარები