Marche

0 კომენტარი

მარ­შე - ანუ ბა­ზა­რი ფრან­გუ­ლად. ინ­ტე­რი­ე­რი პრო­ვან­სულ­-­ფ­რან­გუ­ლი, სამ­ზა­რე­უ­ლო ეს­პა­ნუ­რი. შე­სას­ვ­ლელ­ში პურ­-­ფუნ­თუ­შე­უ­ლის დახ­ლი­ა, კარ­გად გა­ფუ­ე­ბუ­ლი ბა­გე­ტე­ბი და მშრა­ლი ნამ­ცხ­ვ­რე­ბი იყი­დე­ბა. ირ­გ­ვ­ლივ თა­რო­ე­ბი სავ­სეა თუ­ნუ­ქის ქი­ლე­ბით: Foie Gras (ბატის ღვიძ­ლი) ზე­თის­ხი­ლი­თა და ღვი­ნის ბოთ­ლე­ბით.
მარ­შეს ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა ისე­თი­ა, რომ აქ შემ­თხ­ვე­ვი­თი კლი­ენ­ტი ძნე­ლად მოხ­ვ­დე­ბა - სულ­ხან­-­სა­ბას ვიწ­რო ქუ­ჩით მხო­ლოდ მცი­რე­რიცხო­ვა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, კან­ცე­ლა­რი­ის­კენ მი­მა­ვა­ლი თა­ნამ­შ­რომლე­ბი და სტუმ­რე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. ის­ტო­რი­უ­ლად, მარ­შეს კლი­ენ­ტუ­რა ძი­რი­თა­დად კან­ცე­ლა­რი­ი­დან მო­ე­დი­ნე­ბა.
მრა­ვალ­ფურ­ც­ლი­ა­ნი მე­ნიუ გვთა­ვა­ზობს სა­უზ­მეს, ლანჩს და სა­დილს. ღვი­ნის ბა­რათ­ში, უცხო­უ­რი ღვი­ნო­ე­ბის გარ­და, წარ­მოდ­გე­ნი­ლია თე­ლი­ა­ნი ვე­ლის, მილ­დი­ა­ნის და ბე­სი­ნის ღვი­ნო­ე­ბი. უცხო­ურ ღვი­ნო­ებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ებს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ფა­სი ადევს. მა­გა­ლი­თად, სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ქსელ­ში 12 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ბე­სი­ნის მერ­ლო აქ 28.50 ლა­რი ღირს. არო­მა­ტუ­ლი კენ­კ­რო­ვა­ნი და სავ­სე ღვი­ნო­ა, იის­ფე­რი ელ­ფე­რით, მაგ­რამ თით­ქ­მის სამ­მაგ ფა­სად?
ტა­პა­სი - მცი­რე ულუ­ფე­ბად, ცხლად ან ცი­ვად მო­ტა­ნი­ლი, მა­დის აღ­მ­ძ­ვ­რე­ლი ეს­პა­ნუ­რი კერ­ძი­ა. ეს­პა­ნე­ლე­ბი ბევრ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ტა­პასს უკ­ვე­თა­ვენ და ღვი­ნის თან­ხ­ლე­ბით იქ­ცე­ვენ თავს. თუ ძა­ლი­ან გა­ერ­თ­ნენ, შე­საძ­ლო­ა, ძი­რი­თა­დი კერ­ძი აღარც შე­უკ­ვე­თონ. ამ­რი­გად, ტა­პა­სის არ­ჩე­ვა­ნი უნ­და იყოს ფარ­თო და ღირ­დეს იაფი, თუმ­ცა მარ­შე­ში არ­ჩე­ვა­ნი ძი­რი­თა­დად იქ­ვე გა­მო­ფე­ნი­ლი თუ­ნუ­ქის ქი­ლე­ბის პრო­დუქ­ტით ყა­ლიბ­დე­ბა: ეს­პა­ნუ­რი თეთ­რი სა­ტა­ცუ­რი (11.90), რო­მელ­საც თუ­ნუ­ქის გე­მო უფ­რო აქვს, ვიდ­რე ბოს­ტ­ნე­უ­ლის ან ტუ­ნა ვინ­ტ­რეს­კა (15.90), ტუ­ნის რბი­ლო­ბი ზე­თის მა­რი­ნად­ში. კონ­სერ­ვე­ბი­დან პრო­დუქ­ტის გად­მო­ღე­ბა, ზე­თის­ხი­ლი­თა და ძმრით გაწყო­ბა დი­დი ვე­რა­ფე­რიშ­ვი­ლია და რეს­ტორ­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბად ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბა, უფ­რო ღა­რი­ბი ფან­ტა­ზი­ი­სა და იოლი გა­მო­სავ­ლის მცდე­ლო­ბად. იგი­ვე ეს­პა­ნუ­რი სა­ტა­ცუ­რის შეც­ვ­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ტა­ცუ­რი­თაც შე­იძ­ლე­ბა, მით უმე­ტეს, რომ სე­ზო­ნი­ა.
ღო­რის ხორ­ცი ნა­ვა­რა (23.90) უფ­რო კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში­ა. ხორ­ცი თით­ქოს კარ­გად არის შემ­წ­ვა­რი, თუმ­ცა უგე­მურ ფაქ­ტუ­რას ღე­ჭავ და ფიქ­რობ, ჯობ­და სხვა რა­მე შე­გეკ­ვე­თა. გრილ­ზე შემ­წ­ვა­რი ორა­გუ­ლი (21.50) სა­შუ­ა­ლო, მო­საწყე­ნად გაწყო­ბი­ლი კერ­ძი­ა.
ყვე­ლა­ზე კარ­გი აქ იბე­რი­უ­ლი ლო­რი­ა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეს­პა­ნე­თი­დან შე­მო­აქვთ, თხელ ნაჭ­რე­ბად ჭრი­ან და ერთ თეფშს 42 ლა­რად ყი­დი­ან. ფასს ალ­ბათ სუფ­თა გა­რე­მო­ში და ცა­რი­ელ მა­გი­დებ­ში იხ­დი. სერ­ვი­სი თა­ვა­ზი­ა­ნი და თბი­ლი­ა, თუმ­ცა, სა­ერ­თო ჯამ­ში, ღირს თუ არა, თა­ვად გან­სა­ჯეთ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები