10 სა­უ­კე­თე­სო „გოლი” კი­ნო­ში

ფეხბურთში მსოფლიოს მე-19 ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა, მთელი საფეხბურთო სამყარო ტელეეკრანებს მისჩერებია, გულშემატკივრები აგინებენ მსაჯებს, ჯაბულანის (მსოფლიო ჩემპიონატის ბურთს), საყვარელი გუნდის გამარჯვების მოლოდინში ლუდის კათხას კათხაზე ცლიან... მათ კი, ვისი ფავორიტი ნაკრებიც უკვე გამოეთხოვა სამხრეთ აფრიკას, ან უკმაყოფილოა ჩემპიონატის დონით ან, უბრალოდ, საყვარელი სპორტის მეტი დოზით მიღება სურს, ვთავაზობთ 10 საუკეთესო მხატვრულ ფილმს, რომელიც ფეხბურთის შესახებ შექმნილა. 

10 პირველი მერცხალი (1975)
ძალიან სასაცილო და ემოციური ფილმი, რომელიც საქართველოში ფეხბურთის დაბადებაზე მოგვითხრობს. იასონის (დოდო აბაშიძე) მომაკვდინებელი დარტყმა, თურქებთან მიღწეული „ისტორიული” გამარჯვება და სასტიკი მარცხი ინგლისელ მეზღვაურებთან. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, პირველ ქართულ გუნდ მერცხლებზე გადაღებული ფილმის რეჟისორი ქალბატონია. ეს არის ნანა მჭედლიძის უპრეტენზიო ფილმი სპორტის ყველაზე „პრეტენზიულ” სახეობაზე.

9 ძვლების მტვრეველი (2001)

ძვლების მტვრეველი! ასეთი უცნაური სახელით შემოვიდა Mean Machine საქართველოში. ეს ბრიტანული კომედია 1974 წლის ჰოლივუდური ფილმის ყველაზე გრძელი იარდის რიმეიქია. თუ ორიგინალი ამერიკულ ფეხბურთზეა, ბრიტანელებმა ახალი ვერსია თავიანთ საყვარელ სახეობაზე გადაიღეს, გაი რიჩისეული გადაღების სტილი და ადგილობრივი იუმორი ერთმანეთში აზილეს და მშვენიერი კომედია მიიღეს. ციხის პატიმრები ზედამხედველების წინააღმდეგ საფეხბურთო მოედანზე! ფეხბურთის მოყვარულები ძალიან ისიამოვნებთ. 


8 დიდიე (1997)
დაივიწყეთ მესი, რუნი, რონალდო და სხვა ვარსკვლავები. თქვენს წინაშეა დიდიე! ძაღლი, რომელიც ერთ დღეს ადამიანად იქცა და პარი სენ ჟერმენის სუპერფეხბურთელი გახდა. დიდიე ძალიან სწრაფად დარბის, თუმცა, კვლავაც ცხოველის ტვინი და ჩვევები აქვს. ფილმის რეჟისორია ალან ჩაბატი და მთავარ როლსაც ის ასრულებს. ჩაბატი წარმოშობით ალჟირელია, კარგი კომიკოსია და გასაკვირი არ არის, რომ ფილმი სასაცილო გამოუვიდა. 


7 მატჩი (1999)
Image removed.
ბრიტანელებისთვის ფეხბურთი ვნებაა, სიყვარულია, ზიზღია, რელიგიაა. სხვა ვის შეუძლია, ბარის დახურვა საფეხბურთო მატჩით გადაწყვიტოს - ბენის ბარისა და ლე ბისტროს ფინალური დაპირისპირება, რომელიც შოტლანდიის ერთ-ერთ პატარა სოფელში გაიმართება და მასში დამარცხებული მუშაობას წყვეტს. იან ჰოლმის, ტომ საიზმორის, პირს ბროსნანისა და ძროხების „მოტრფიალე” კაცის დახმარებით ფილმი საინტერესო გამოვიდა და მხიარულად გაგატარებინებთ დროს.


6 მწვანე ქუჩის ხულიგნები (2005)
Image removed.
ეს ფილმი იმდენად ფეხბურთზე არ არის, რამდენადაც მის გულშემატკივრებზე, ვესტ ჰემის გიჟ ფანებზე, რომლებისთვისაც თამაშის შემდეგ ჩხუბი ისეთივე ტრადიციაა, როგორც საყვარელი გუნდის თამაშის ცქერა. ეს საფეხბურთო მებრძოლთა კლუბია, იმ განსხვავებით, რომ აქ საერთოდ არავითარი წესი არ არსებობს. რას წარმოიდგენდა ელაიჯა ვუდი, თუ ტოლკიენის სამყაროში (ბეჭდების მბრძანებელი) გადარჩენისთვის დაწყებული ბრძოლის გაგრძელება ლონდონის ქუჩებში მოუწევდა. 


5 გამარჯვება (1981)
ეს არ არის საუკეთესო ფილმი მეორე მსოფლიო ომზე, არც დიადი იდეების მატარებელი ფილმია. არა, ეს არის, უბრალოდ, ნამუშევარი, რომელშიც ფეხბურთს სილვესტერ სტალონე, ფეხბურთის მეფე პელე და ბობი მური ერთად თამაშობენ. თამაშის სცენები ძალიან კარგადაა გადაღებული და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ფეხბურთის მოყვარულები სანახაობით დატკბებით.


სასიკვდილო ფეხბურთი (2001)
Image removed.
აზიური ნამუშევარი კუნგ ფუს ოსტატებზე, რომლებიც ფეხბურთის თამაშს გადაწყვეტენ და ის, რასაც ისინი მოედანზე აკეთებენ, სულ მცირე, ძალიან სასაცილოა. სტივენ ჩოუს ფეხბურთისა და საბრძოლო ხელოვნების „მომაკვდინებელი” ნაზავი. რა კარგი იქნებოდა, ასე თამაში რომ შეეძლოთ ქართველ ფეხბურთელებს. 


3 წყეული იუნაიტედი (2009)
Image removed.
ათეულში თითქმის ყველა ფილმი კომედიაა. ეს კი გაცილებით სერიოზული და დახვეწილი ნამუშევარია ადამიანზე, რომელიც ცდილობდა ლიდს იუნაიტედში, გუნდში, რომელშიც ბინძური და გაყოყოჩებული ფეხბურთელები თამაშობდნენ, დისციპლინა დაემყარებინა. ეს კაცი ბრაიან კლაფია (მაიკლ შინი), ლეგენდარული მწვრთნელი, რომელმაც ნოტინგემ ფორესტს ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა თასი და სამუდამოდ ჩაეწერა ფეხბურთის ისტორიაში. რა გამოუვიდა მას ლიდსში, ეს თავად ნახეთ. 

2 შექმენი მომავალი (2010)
ეს არც სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია და არც რომელიმე რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ფეხბურთზე. ეს არის რეჟისორ ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს მიერ გაკეთებული ნაიკის რეკლამა. ოსკარის ნომინანტმა რეჟისორმა სრული სიმძაფრით გადმოსცა ის ეპიკურობა და სიდიადე, რაც ფეხბურთს აქვს. ბრწყინვალე მონტაჟი, კარგად შერჩეული მუსიკა, სუპერვარსკვლავები და ჩინებული სცენარი სამწუთიანი თვალისმომჭრელი სანახაობისთვის „გაგწირავთ”.

1 ფე­ო­ლა (1970)
Image removed.
ბა­ა­დურ წუ­ლა­ძის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი 35 წუ­თი, რო­მე­ლიც სა­კულ­ტო ფილ­მად იქ­ცა. თი­თო­ე­უ­ლი ფრა­ზა, ეპი­ზო­დი, პერ­სო­ნა­ჟი და­უ­ვიწყა­რი და მუ­დამ სა­სა­ცი­ლო­ა. სახ­ლ­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლის, ბონ­დო დო­ლა­ბე­რი­ძის (იპოლიტე ხვი­ჩი­ა) ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც, თა­ვი­სი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ, მწვრთნე­ლი გახ­დე­ბა და ბავ­შ­ვე­ბის გუნდს უქი­მე­რი­ონს დი­დე­ბის­კენ გა­უძღ­ვე­ბა.


 

 

 

 

კომენტარები