„ფეხშიშველი ბანდიტი”

11ივლისს ბაჰამებზე 19 წლის კოლტონ ჰარის-მური ქურდობისთვის დააკავეს. ჰარის-მური უამრავ ქურდობაშია ეჭვმიტანილი, მათ შორის, შვიდზე მეტი დანაშაული ჩაიდინა კუნძულ Abaco-ზე. ის იპარავდა ავტომანქანებს, ნავებს, ერთმოტორიან თვითმფრინავებს (მიუხედავად იმისა, რომ ფრენის სპეციალური კურსი არ აქვს გავლილი). დანაშაულის ადგილას შიშველი ფეხის ანაბეჭდს ტოვებდა, რის გამოც მას „ფეხშიშველი ბანდიტი” უწოდეს.
„ფეხშიშველი ბანდიტი” პირველად 12 წლის ასაკში გაასამართლეს ქურდობისთვის და ოთხი წელი მიუსაჯეს. თუმცა მაშინ კოლტონმა სარკმლის საშუალებით მოახერხა ოთხი კედლისგან თავის დაღწევა.
ამჟამად კი Facebook-ზე მას 24 ათასზე მეტი ფანი ჰყავს. კოლტონ ჰარის-მურის ფანკლუბის წევრები ყიდიან მაისურებს წარწერით: „გაიქეცი, კოლტონ, გაიქეცი” და სიმღერებს უძღვნიან მას.



 

 

კომენტარები