ყველაზე ძვირი

Travelsupermarket.com ვებგვერდია, რომელიც სხვადასხვა მომსახურების ფასებს ერთმანეთს ადარებს. მისი მიხედვით, აეროპორტიდან მანქანის დაქირავება მთელს მსოფლიოში ყველაზე ძვირი საქართველოში ჯდება, ყველაზე იაფი – ირლანდიაში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან მანქანის 1 კვირით დაქირავება თითქმის 664 გირვანქა სტერლინგი (ანუ 1892 ლარი) ღირს. ირლანდიაში, დუბლინის აეროპორტის ტერიტორიიდან იგივე დროით იგივე სერვისი – მხოლოდ 77 გირვანქა სტერლინგი (ანუ 219 ლარი). ირლანდიური ფასი საქართველოსთან შედარებით თითქმის 9-ჯერ ნაკლებია. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე იაფი კონტინენტი შუა აღმოსავლეთია. აქ ერთი კვირით მანქანის დაქირავება საშუალოდ 132 გირვანქა სტერლინგამდე (ანუ 376 ლარამდე) ჯდება. აფრიკაში, პირიქით, მანქანის მომსახურება ყველაზე ძვირი, საშუალოდ 288 გირვანქა სტერლინგი (ანუ 820 ლარი) ღირს.  

 

კომენტარები